"სააღდგომოდ პრემიები რომ არ გამეცა, თანამშრომლებს გული დაწყდებოდათ"

"სააღდგომოდ პრემიები რომ არ გამეცა, თანამშრომლებს გული დაწყდებოდათ"

საგარეჯოს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა საკუთარ თავს, მოადგილეებსა და აპარატის თანამშრომლებს სააღდგომოდ პრემია გამოუწერა, ჯამში 90 ათასი ლარის ოდენობით. გამგებლის განმარტებით, "აღდგომა საქრისტიანოში უდიდესი დღესასწაულია და თანამშრომლებს გული დაწყდებოდათ, პრემია რომ არ მიეღოთ".

"ეს ისეთი დღესასწაულია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომ არ მიგვეცა მათთვის პრემია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი გზირიშვილმა.

საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი კითხვაზე, თუ რა დამსახურების გამო გამოიწერეს პრემია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უკვე მეორედ, ასე პასუხობს: "ახლა ჩვენ გავეცით სააღდგომო დახმარება ერთი თვის ხელფასის ოდენობით. კანონი ითვალისწინებს, რომ აპარატის მუშაკებზე პრემია გაიცეს".

"აპარატის თანამშრომლები ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ და ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ" - ამბობს "ქართული ოცნებიდან" საგარეჯოს საკრებულოს წევრი ელდარ მეფარიძე, რომელიც სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.

დღევანდელი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი 2650 ლარია, გამგებლის მოადგილის 1300 ლარი, სამსახურის უფროსის 1000 ლარი, განყოფილების უფროსის 800 ლარი, სპეციალისტის 560 ლარი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა