"21 წლიანი თავდადებული შრომის შემდეგ, რუსთავი 2-ის ადმინისტრაციამ მე და ჩემი ძმა სამსახურიდან გამოგვიშვა" - ვინ და რატომ უჩივის ტელევიზიას სასამართლოში

"21 წლიანი თავდადებული შრომის შემდეგ, რუსთავი 2-ის ადმინისტრაციამ მე და ჩემი ძმა სამსახურიდან გამოგვიშვა" - ვინ და რატომ უჩივის ტელევიზიას სასამართლოში

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. მარიკა ასლანიკაშვილის თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი მისი და მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლება გახდა. ამის შესახებ მარიკამ ინფორმაცია "ფეისბუქზე" განათავსა. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა ამქვეყნად, არ მეგონა! 21-წლიანი თავდადებული შრომის შემდეგ რუსთავი 2-ის ადმინისტრაციამ სტრუქტურული და ფინანსური რეორგანიზაციის საბაბით მე და ჩემი ძმა სამსახურიდან გამოგვიშვა. ეს ისეთი შოკი იყო ჩვენთვის, რამდენიმე დღე გონსაც ვერ მოვედით. შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოს მივმართოთ და ასეც მოვიქცევით. რუსთავი2-ის დირექცია კი გაოცებულ თანამშრომლებს თურმე ეუბნება, რომ ძალიან კარგად ვიცით, რისთვისაც გაგვიშვეს.

ნეტავ რისთვის? იმისთვის ხომ არა, რომ წლების განმავლობაში ჩვენს საქმეს საუკეთესოდ ვაკეთებდით, მაგრამ სამაგიეროდ, მაამებლები, ფარისევლები არ ვიყავით და "სასახლის კართან" კუდის მოქიცინეთა რიგში არ ვიდექით?! გიორგი ასლანიკაშვილს რომ უკანონო ქმედება და ინფორმაციის გარეთ გატანა დასწამო, შუბლის ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი! ცილისწამება რომ კანონით ისჯება, ეს უნდა იცოდეს იურისტმა დირექტორმა. რუსთავი 2-ის სიყვარულში შემეჯიბრონ ორი დღის წინ ტელევიზიაში მოსული გაზულუქებული თანამშრომლები, ტელევიზია, პროკურატურა და კანცელარია რომ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ!

დიახაც, მიყვარს რუსთავი 2, მაგრამ ის რუსთავი 2, რომელშიც დიდს და პატარას არ არჩევდნენ, სადაც ყველას უფასდებოდა შრომა, სადაც ერთნაირი პატივისცემით ექცეოდნენ საინფორმაციოს უფროსს, მძღოლს, დამლაგებელს, მზარეულს და ყველა ერთი ოჯახის წევრი იყო და არა კასტებად დაყოფილი საბჭოური ტიპის დაჭაობებული ორგანიზაცია. სამსახურიდან უკანასკნელად წამოვედი თუ არა, ჩემი კომპიუტერის პროცესორი გასაჩხრეკად წაუღიათ "ჩეკისტებს". რა იპოვეთ ასეთი? ლონდონიდან ბომბეიმდე გასათხრელი გვირაბის გეგმა, თუ რუსთავი 2-ში როგორ უნდა მომეწამლა წყალი? რომელი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტობაში მამხილეთ? რომელი პარტიის საიდუმლო წევრობაში დამდეთ ბრალი? თურმე თავად ვიცით, რისთვისაც გაგვიშვეს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!" - წერს მარიკა.

FB-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს