კახეთის გამგეობებსა და საკრებულოებში სააღდგომო პრემიებზე ერთი მილიონი დაიხარჯა

კახეთის გამგეობებსა და საკრებულოებში სააღდგომო პრემიებზე ერთი მილიონი დაიხარჯა

კახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მაღალჩინოსნებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრემიები გამოიწერეს. პრემიებზე თელავში 131 940, გურჯაანში 128 700, სიღნაღში 92 000, საგარეჯოში 90 000, ლაგოდეხში 170 000, ყვარელში 94 000, დედოფლისწყაროში 62 000, ახმეტაში კი 83 000 ლარი დაიხარჯა.

"სადღესასწაულოდ პრემიებს ყოველთვის ელოდებიან. ეგ თანხა ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და გაიცა", - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ელგუჯა გიორგაძემ.

"თავისუფალი დემოკრატებიდან" გურჯაანის საკრებულოს წევრი გია შაოშვილი ამბობს, რომ პრემიებს ჩინოვნიკები არაფრის გამო იღებენ.

"პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი სულ იმას იძახიან, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთო და საკრებულომ ჩათვალა, რომ "ქამრების შემოჭერა" უნდა აღნიშნონ პრემიებით. ძალიან სამარცხვინო ამბავია", - აღნიშნა შაოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა