გერმანია-საქართველოს მატჩის კულუარები - რომელ ოთხ ფეხბურთელს ჩამოაკითხა თვითმფრინავმა

გერმანია-საქართველოს მატჩის კულუარები - რომელ ოთხ ფეხბურთელს ჩამოაკითხა თვითმფრინავმა

ოთარ გიორგაძე სპორტული ჟურნალისტიკიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმოჩნდა. თავისი პროფესიით დღემდე 30-მდე ქვეყანა მოიარა, სტუმრობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატს, მათ შორის, ბრაზილიაში გამართულსაც, სადაც, მოგეხსენებათ, ყველა საფეხბურთო ნაკრების მთავარი საოცნებო ტიტული გერმანიამ მოიპოვა.

29 მარტს საქართველოსა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა, რასაც, ალბათ, მოულოდნელობას ვერ დავარქმევთ. გერმანიას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ოფიციალურ მატჩს, რომელიც მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ ჩვენი ქვეყნისა და ფედერაციისთვის ერთგვარი ტესტი უნდა ყოფილიყო, თან ახლდა უამრავი არცთუ სასიამოვნო ინციდენტი, ვარჯიშზე ქართველი ფანის შვაინშტაიგერის ბუცებისადმი ''არაჯანსაღი დამოკიდებულებიდან'' მატჩზე შვიდი ქომაგის შევარდნამდე. ოთარ გიორგაძეს მატჩისწინა და შემდგომი ვნებათაღელვის შესახებ კითხვები დავუსვით.

- 2012 წლის იანვრიდან ვმუშაობ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების მედიაოფიცრისა და ფედერაციის პრესსპიკერის თანამდებობაზე. სპორტულ ჟურნალისტიკაში დღემდე ვაგრძელებ მოღვაწეობას, ''პირველ არხზე'', მაგრამ წლების გან-მავლობაში მიღებული გამოცდილების პარალელურად, ჩემი მეორე საქმიანობა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ამ სფეროს შიგნიდან დანახვის საშუალება მომეცა. მინდა, ფეხბურთის ფედერაცია და მედია ერთმანეთთან ახლოს იყოს და ამას ჩემი პროფესია მიადვილებს.

- ეროვნული ნაკრების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება ალბათ არ გიკვირთ.

- ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ არის, რადგან ყველა ქვეყანაში ეროვნული ნაკრებისადმი განწყობას განსაზღვრავს ის შედეგი, რაც ნაკრებს აქვს. ამის მიუხედავად, მაინც არის ინტერესი ფეხბურთისადმი, ვინაიდან ახალგაზრდული ნაკრებები კარგად ასპარეზობენ და აქვთ შედეგი, რაც არასდროს გვქონია. ეს უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს. ისიც მესმის, რომ ეროვნული ნაკრებია პირველი და ქვეყნის სახეა, ამიტომაც გვესმის ხშირი კრიტიკა. ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს, რომ ახლოს იყოს საზოგადოებასთან. ჩვენ ვერ ვითამაშებთ მოედანზე, მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან. შედეგს თუ არ გავითვალისწინებთ, ფეხბურთის ფედერაცია არის თანამედროვე ორგანიზაცია, გვაქვს დიდი ნდობა ''უეფასგან'' და ეს ნდობა აისახება იმაზე, რომ მაღალი რანგის თამაშების ორგანიზების უფლება გვეძლევა.

- ოთო, როგორც ვიცი, სამ მსოფლიო ჩემპიონატს დაესწარი.

- პირველად 2006 წელს გერმანიაში გახლდით, 2010-ში - სამხრეთ აფრიკაში და 2014 წელს - ბრაზილიაში. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიცნობ გერმანიის ნაკრების მედიაოფიცერ შტეფან ეიერმანს. საფრანგეთთან თამაშის შემდეგ ვიულა (იღიმის). ცნობილი ფეხბურთელები მუშაობდნენ ტელევიზიებისთვის, მატჩების კომენტატორებად მოგვევლინნენ რობერტო კარლოსი, რონალდო, დელ პიერო. ასეთი დონის ადამიანებთან ურთიერთობა უდიდეს გამოცდილებას გძენს. ფინალურ დღეს, მიუხედავად გამანადგურებელი ანგარიშისა, მთელი ბრაზილია გერმანიას გულშემატკივრობდა ერთადერთი მიზეზით, არ სურდათ, რომ ბრაზილიიდან თასი არგენტინაში წასულიყო (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს