დავით გაგუას კლინიკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პრემიერ-მინისტრისა და ნუნუკა თამაზაშვილის მესამე შვილის, გაბრიელ ღარიბაშვილის ფოტოები გავრცელდა.
კლინიკის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის ოჯახს ულოცავს და პატარას დაბადების დეტალებზე წერს.
"7 აპრილს, 23:30-ზე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა გაბრიელ ღარიბაშვილი. წონა - 4000 გრ სიგრძე - 52 სმ.
ვულოცავთ ირაკლი ღარიბაშვილს და ნუნუკა თამაზაშვილს მესამე შვილის დაბადებას."