მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. კოტე თოლორდავა ქართველი მსახიობების ჯგუფთან ერთად მოსკოვში, ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. არსებული ცნობით, ის სწორედ მოსკოვში დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კოტე თოლორდავა გადაღებებზე რუსეთის დედაქალაქში 2 დღის წინ გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.

35 წლის მსახიობს ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდამაყურებელთა თეატრებში, ასევე "თეატრ ათონელზე". რაც შეეხება კინო როლებს, მაყურებელი მას ცნობილი სერიალის, "ჩემი ცოლი დაქალების" გარდა, იცნობს ფილმებიდან "გამვლელი ენი" და "ჟანგის კაცი".

კოტე თოლორდავა "პალიტრა ტვ" -ს თანამშრომელი იყო.

იხილეთ ასევე: საგარეო უწყებას კოტე თოლორდავას თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს

ქართული შოუს წამყვანებმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ შვილს ელოდებიან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია