ცოტნე გამსახურდია ქრისტიანობაზე, ეკლესიასა და ურთიერთობაზე ხელისუფლებასთან:
"ქრისტიანობა იყო მონათა, ჩაგრულთა და ბედკრულთა რელიგია იმთავითვე... ალბათ ეს იყო ახსნაც იმ სიმტკიცისა და სიდიადის, რაც პირველ ქრისტიანებსა ჰქონდათ მისი ისტორიის დასაწყისში. "სისტემასთან ბრძოლა" უზარმაზარ ნებისყოფას, ხედვის სიცხადეს და ორიგინალურობას, ფარულ რეზერვებს აძლევს ადამიანს და ამ ყველაფერს შემდეგ შინაგანი გამოცდილება მოაქვს.
და რა მაინტერესებს: ქრისტემ, ჩემი მეუფება არაამქვეყნიურიაო, სატანა - თავადია ამა სოფლისაო, და ჩვენთან ყველა ხელისუფლებასთან ჩახუტებას ეკლესია როგორ ახერხებს?" - წერს გამსახურდია.