"დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა" - თბილისის ზოოპარკში ახალშობილია

"დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა" - თბილისის ზოოპარკში ახალშობილია

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი შეემატა, ამის შესახებ ზოოპარკის ფეისბუქ გვერდი იტყობინება:

"ჩვენს სამშობიაროში პატარების ჟრიამული არ წყდება. ამჯერად ზოოპარკში ზებრა დაიბადა. ეს ფოტო დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადავუღეთ. ახალშობილი დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა. თან ეუბნებოდა, ზოლიანი კი ხარ, მაგრამ დაე ცხოვრების გზაზე თეთრი ზოლი შავზე მეტი გქონოდესო. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ზებრები სოციალური ცხოველები არიან. ზოგიერთები იმდენად ძლიერ ჯგუფებს ქმნიან, რომ მათ სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. ჯოგი შეიძლება ათასობით ჩლიქოსნისგან შედგებოდეს, თუმცა ეს ჯგუფი შიგნით პატარა ოჯახურ გაერთიანებებადაა დაყოფილი, რომლებშიც ერთი ულაყი და მისი რამდენიმე ფაშატია თავმოყრილი. ამგვარი "ჰარამხანების" შექმნა ზებრების პოლიგამიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარეობს" – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს