ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი

ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1993 წელს გამოაქვეყნა პროგიოზი იმის თაობაზე, რომ XXI საუკუნეში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დაავადებები ალერგიული ბუნების პათოლოგიები იქნებოდა. დღეს ეს პროგნოზი მართლდება. სხვადასხვა ქვეყნის იმუნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება ალერგიული ადამიანების რაოდენობა. სპეციალისტები აღარ დავობენ იმის შესახებ, რომ ალერგიული რეაქციების გახშირებას, ერთი მხრივ, ჰიგიენის წესების დაუცველობა ან მათი მეტისმეტად გულმოდგინე დაცვა იწვევს, მეორე მხრივ კი ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას ქიმიური მრეწველობა უწევს პროვოცირებას.

ჰიგიენა

ჰიგიენის წესების დაუცველობისას ადამიანის ორგანიზმში დაუბრკოლებლად ხვდებიან ალერგენები და აზიანებენ მას, გადაჭარბებული დაცვისას კი ადამიანის იმუნური სისტემა საერთოდ ვერ ხვდება ჩვეულებრივ ალერგენებს, ვერ იღებს მათი ბუნების შესახებ სათანადო ინფორმაციას, ამიტომ სავსებით ჩვეულებრივ აგენტს დიდი საშიშროების მომტანად აღიქვამს და მწვავედ რეაგირებს მათზე.

ქიმიური მრეწველობა

წარმოებისას გამოყენებული პროდუქტების არასრული დამუშავება, არასათანადო უტილიზაცია და მათი ნარჩენების დიდი რაოდენობით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს და საკვებ პროდუქტებს, რომლებზეც ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ქიმიის ძლიერი შემოჭრა თანამედროვე დიასახლისთა საქმიანობაში.

მინიდოსიე

  • ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის ალერგიას დღეს მესამე ადგილი უკავია. იგი პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს აღენიშნება. მას განსაკუთრებით კარგად იცნობენ ამერიკასა და გერმანიაში.
  • ეს არის დაავადება, რომელსაც ყველა ოჯახი კარგად იცნობს, რადგან ერთ-ერთ წევრს აუცილებლად ექნება ამგვარი რეაქციები რომელიმე ტიპის ალერგენის მიმართ.
  • დაავადებულთა რიცხვი 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება. რეაქციათა ასეთი ტემპით გავრცელებისას რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ალერგიული გახდეს.
  • ალერგია არ არის მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებული რეაქციის შედეგი - მის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ტიპის მოშლილობები.
  • მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს XXI საუკუნის შავი ჭირია.

ალერგიულ დაავადებათა სტრუქტურა

  • ალერგიულ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის რინიტების წილი 15-20%-ია, ბრონქული ასთმისა - 70-80%, ხოლო შერეული ფორმებისა - 60-95%.
  • დაავადებულთა 20%-ს კვებითი ალერგია აქვს, 9%-ს მთელი წლის განმავლობაში ალერგიული სურდო ტანჯავს, 4%-ს წამლისმიერი ალერგია აქვს, ხოლო 1%-ისთვის სასიკვდილოა მწერის ნაკბენი.
  • სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლინოზით დაავადებულია მოსახლეობის 0,2-დან 39%-მდე. ყვავილების მტვერი პრობლემებს ყველაზე მეტად 10-დან 40 წლამდე ასაკის პირებს უქმნის.
  • 14 წლამდე 2-ჯერ მეტად ავადდებიან ვაჟები, ხოლო 15-დან 50 წლამდე - გოგონები და ქალები.
  • პოლინოზით დაავადებულთა 50%-ს ალერგიული რეაქცია პირველად 15 წლამდე უვლინდება. 30 წლამდე ალერგიული რეაქციები უვლინდება დაავადებულთა 90%-ს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს