მარიამ საჯაიას სახლები და მანქანები: ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატის დეკლარირებული ქონება

მარიამ საჯაიას სახლები და მანქანები: ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატის დეკლარირებული ქონება

საქართველოს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი, 24 წლის მარიამ საჯაია, დეპუტატი 2012 წლიდან არის. მისი ქონებრივი დეკლარაცია კი, რომელიც საჯაიას მიმდინარე წლის 5 იანვარს აქვს შევსებული, ასე გამოიყურება:

დეპუტატი თბილისში ორ,  42.00 კვ.მ ფართობისა და 53.00 კვ.მ ფართობის ბინებს ფლობს, საიდანაც ერთ-ერთში საჯაიამ 40 000.00 დოლარი გადაიხადა.

მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Lexus, RX, 330. დეკლარაციის თანახმად, მან ავტომობილში 15 000.00 ლარი გადაიხადა.

საჯაიას "საქართველო ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 1 600.00 ლარი ერიცხება. ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 4 500.00 ლარი, ხოლო 500 ლარი ერიცხება "თიბისი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე.

მარიამ საჯაიას "საქართველოს ბანკში“ სამომხმარებლო სესხის სახით 8 316.00 ლარი და 9 015.00 ლარი აქვს აღებული.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ჭკვიანი შუქნიშნები", ახალი ავტობუსები და 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია - მერი წლის ბოლომდე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე

"...შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებზე

"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე