ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, ასირიელები, რომელთა უმრავლესობა ქრისტიანია, "ისლამური რესპუბლიკის" ტერორისტების მხრიდან ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე დგანან.

ასირიელების პირველმა ტალღამ ერაყი 2003 წელს დატოვა, კოალიციის ჯარის შემოსვლის შემდეგ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა. იმ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა. თუმცა, 2014 წლისთვის მათი რაოდენობა 150 ათასამდე შემცირდა, მიზეზი კი "ისლამური სახელმწიფოს" რადიკალების მიერ ქრისტიანების მიზანმიმართული ხოცვა და მათი ქვეყნიდან გაძევება გახდა. განსაკუთრებით საგანგაშო მოსულის დასახლების ქრისტიანული მოსახლეობის მდგომარეობა გახდა. თუკი, 2003 წელს მოსულში 60 ათასი ქრისტიანი ცხოვრობდა, 2014 წლის ივლისისთვის მათი რაოდენობა 35 ათასამდე შემცირდა. "ისლამური რესპუბლიკის" ჯიჰადისტებმა, რომლებმაც მოსული "ისლამური ჰალიფატის" დედაქალაქად დაასახელეს, თავიდან ქრისტიანების გაძევება დაიწყეს, ხოლო შემდეგ -ქრისტიანების მიზანმიმართული კვლა. ქრისტიანების უმეტესობამ თავი ერაყის ქურთისტანს შეაფარა, სადაც მათ ავტონომიის ხელძღვანელობამ თავშესაფარი მისცა და დახმარება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, ISIS-ის მებრძოლებმა, რომლებიც ასირიულ სოფლებს დაესხნენ თავს, დაახლოებით 200 მშვიდობიანი მოსახლე გაიტაცეს, ათობით ადამიანი მოკლეს, ხოლო ათასობით ასირიელი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა და მეზობელი ქალაქებისთვის, ელ-ჰასიკასა და კამიშლისთვის შეეფარებინა თავი.

ამჟამად საქართველოში 4 ათასამდე ასირიელი ცხოვრობს, რომლებმაც წერა-კითხვის არცოდნის გამო, ასირიული ენა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს. ისინი საქართველოში მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსახლდნენ. ასირიელები ითხოვენ, საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშნად მაინც მეტი ყურადღება დაუთმოს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების გენოციდს. ამ წუთებშიც კი, ათასობით კაცი, ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას.

ირანული გაზეთის "თეჰრან თაიმსის" მონაცემების მიხედვით, მარტში ერაყში პირველი ქრისტიანული საბრძოლო ბრიგადა შეიქმნა. ამასთან, ერაყის შეიარაღებული ძალების მებრძოლებთან ერთად, "ისლამური რესპუბლიკის" ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, სუნიტი და შიიტი ამბოხებულებიც იბრძვიან.

საქართველოში ასირიელი ქრისტიანების დასახმარებლად სპეციალური პეტიცია მომზადდა - მოსახლეობა ქვეყნის მთავრობას ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს.

Ambebi.ge-ს ეს სტატია მომზადებულია bbc.co.uk-ისა და euronews-ის მიხედვით.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს

"ეს იქნება მეცნიერების შეხვედრა მთელი მსოფლიოდან" - რისთვის ემზადებიან ექიმები ჟენევაში და როგორია კორონავირუსის უახლესი მომაცემები

ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ პირველი აფრთხილებდა, ვირუსით გარდაიცვალა