თუ გინდა, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივო და ბევრი რამ მოასწრო, საჭიროა დაიცვა ჯანმრთელი ცხოვრების წესი. გაეცანით რჩევებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ხოლო მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ თითოეულის შესრულებაზე 5 წუთზე მეტი არ დაგეხარჯებათ. ქვემოთ ჩამოთვილი რჩევებიდან ამოირჩიეთ თუნდაც მხოლოდ ერთი და მთელი დღის განმავლობაში დაუთმეთ საკუთარ თავს ცოტაოდენი დრო.
1. ნუ იმგზავრებთ ლიფტით
ჯანმრთელი ცხოვრების წესის ბევრმა მოტრფიალემ უარი თქვა ცივილიზაციის ამ მიღწევაზე. გაიუმჯობესებთ გულის მუშაობას და სასურველ წონასაც მალე მიაღწევთ. თავიდან, რა თქმა უნდა, გაგიჭირდებათ, ამიტომ ჯერ ჩამოსვლის დროს თქვით უარი ლიფტზე. ეს ისევე სასარგებლოა, როგორც კიბეებზე ასვლა. ეს ვარჯიში კარგი დატვირთვაა კუნთებისა და სისხლძარღვებისთვის.
2. შეასრულე სუნთქვითი ვარჯიშები
ბევრის აზრით, სუნთქვითი ვარჯიშების არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეისუნთქოს მეტი ჟანგბადი. სპეციალისტები კი გვირჩევენ, ამ ვარჯიშის შესრულების დროს შეიკავოთ სუნთქვა და უჯრედები დატვირთოთ. ჯერ შეისუნთქეთ, შემდეგ ამოისუნთქეთ ისე, რომ მთელი ჰაერი გამოდევნოთ ფილტვებიდან. ამის შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა, სადამდეც შეძლებთ. მერე ბოლომდე ამოისუნთქეთ და გაიმეორეთ პროცედურა.
გაგრძელება