"მოფერების საღამო" ტყიბულში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა

"მოფერების საღამო" ტყიბულში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, 15 აპრილს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტყიბულის ახალგაზრდულ ცენტრში, ტყიბულის კოლორიტი ოჯახური წყვილების "მოფერების საღამო" გაიმართა. ღონისძიებას ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქში გამორჩეული და ყველასთვის ცნობილი ოჯახები, რომლებმაც საკუთარი სიყვარულის ისტორიები გაიხსენეს. ამასთან, მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც შეასრულეს.

საკუთარი სიყვარულისა და ოჯახის შექმნის ისტორია გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემაც გაიხსენა, ხოლო გამგებლის მოადგილე შალვა ჯიშკარიანმა დამსწრე საზოგადოებას ექსპრონტად გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "უსიყვარულოდ" მიუძღვნა.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა