ოთარ ტატიშვილის შვილის ''X ფაქტორი'' - ''ჩემს შეყვარებულთან ბევრი რამ მივქარე…''

ოთარ ტატიშვილის შვილის ''X ფაქტორი'' - ''ჩემს შეყვარებულთან ბევრი რამ მივქარე…''

ამ ორშაბათის ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი მონაწილე ტელეწამყვან ოთარ ტატიშვილის ვაჟი შოთიკო ტატიშვილი იქნება. მანამდე ის რედაქციაში მოვიწვიეთ საკუთარ მუსიკალურ ნიჭზე სასაუბროდ. როგორც აღმოჩნდა, ის სულ სხვა პროფესიაზე ფიქრობს და სწავლობს კიდევაც შესაბამის ფაკულტეტზე, თუმცა მუსიკა ძალიან უყვარს და გარდა ამისა, უამრავი გატაცება აქვს.

- მამას რომ კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს, ეს ყველამ ვიცით. შენ სიმღერა როდის დაიწყე?

- სიმღერა, ვოკალზე სიარული 5 წლიდან დავიწყე. ბევრ კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა. პატარა რომ ვიყავი, 2-3 წლის, მაგნიტოფონს შევიტანდი ოთახში და კლასიკურ მუსიკაზე ვდირიჟორობდი (იცინის). ჯაზის შეყვარებაში კი მამამ და ბიძამ შეიტანეს დიდი წვლილი, მასმენინებდნენ ''ქაუნთ ბეისის'', დიუკ ელინგტონს, ოსკარ პიტერსონს და ა.შ. არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც რთულად მოსასმენი მუსიკაა და, სამწუხაროდ, საქართველოში, ზოგადად, ჭირს ამგვარი მუსიკის აღქმა, მაგრამ კლასიკური მუსიკის სიყვარულმა გამიადვილა ჯაზის მიღება. დღეს კი ამ მუსიკალური მიმართულებით ვკაიფობ ყველაზე მეტად, თუმცა ყველა სტილს ვუსმენ.

ძალიან ვარ დაინტერესებული, ვეძებ ახალ ჯაზმუსიკოსებს, მომღერლებს, დრამერებსა და ზოგადად ინსტრუმენტალისტებს. ვცდილობ, ახლებისგან რაღაცები ვისწავლო, ძველები უკვე ძალიან ბევრჯერ მაქვს მოსმენილი. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომღერალი აღმოვაჩინე, ნიკი იანოვსკი, დღეს უკვე ცნობილია, მაგრამ ინტერნეტში მოვისმინე ალბათ 4 წლის წინ.

- ''X ფაქტორში'' მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- ბაბუაჩემს, დედაჩემის მამას, სულ უნდოდა, კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. 12 წლის შემდეგ არსად აღარ გამოვჩენილვარ, ''ანა-ბანას'', ''საბავშვო მტრედისა'' და ''ევროვიზიის'' შემდეგ გარკვეული პაუზა მქონდა. ბაბუაჩემი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია და ვცდილობ, მას ''გავუსწორო'' (იღიმის). ის 69 წლისაა. საკმაოდ ენერგიული, ყოველდღე ვარჯიშობს კუს ტბაზე, მეც ვცდილობ აყოლას, მაგრამ მიჭირს. სულ მთხოვდა ხოლმე, კარგად ისწავლე, გახდი და ''X ფაქტორში'' მიიღე მონაწილეობაო (იღიმის). ყველა თხოვნა შესრულებულია. პირველი გამოსვლის შემდეგ 11 კილო დავიკელი, სწორი კვებითა და ვარჯიშით. ასევე დაკავებული ვარ კრივით და ცურვით.

- ვინ გიწყობს ხელს?

- დედა ყველანაირად მიწყობს ხელს. დედაჩემი, ეკატერინე არჩვაძე, პელე გოგოა. რაც კი ჩემსა და ჩემს ძმაში დევს, უმეტესობა დედაჩემის დამსახურებაა. ადრე რაღაცები მოხდა, მამა და დედა დაშორდნენ და დედამ თავისი ყველანაირი ენერგია და ძალა ჩვენში ჩადო. მამა უცხოეთში იყო, დედამ თავისი პირადი დაივიწყა, აღარ გათხოვილა და ჩვენ მოგვიძღვნა თავი.

ალბათ, ბანალურ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ დედაჩემი არის ჩემი ძმაკაცი. მას ყველაფერს ვუყვები, იქნება ეს პირადული თუ არაპირადული ამბები. თუნდაც სწავლასთან დაკავშირებით თუ მაქვს პრობლემა, არ ვმალავ და სწორ რჩევებს მაძლევს. რამდენჯერაც დედამ ჭკუა დამარიგა და არ დავუჯერე, იმდენჯერ მოვიტეხე კისერი (იცინის). ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მე დედის მეგობრებთან ვახლობლობ და ასევეა დედა ჩემს ძმაკაცებთან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს