რას აშენებს ხოდორკოვსკი ასათიანზე ფსიქიატრიულის ნაცვლად?!

რას აშენებს ხოდორკოვსკი ასათიანზე ფსიქიატრიულის ნაცვლად?!

2015 წლის სექტემბერში თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ღია სივრცის სავაჭრო-გასართობი ცენტრი EastPoint Tbilisi გაიხსნება. Tbilisi Garden საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენდება და დაახლოებით,4 ჰექტარს მოიცაცს.

”ამ ეტაპზე დაგეგმილია ერთი საცხოვრებელი ბლოკისა და გაყიდვების ოფისის მშენებლობა. სამშენებლო პროცესი დააახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. ტერიტორიიდან მოხდა საყოფაცხოვრებო ნაგავის გატანა, გასუფთავება. ამჟამად საძირკვლის სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე მიწისზედა სამუშაოებს დავიწყებთ. ვფიქრობთ, რომ გაყიდვებს სექტემბრიდან დავიწყებთ, რადგან გვინდა, რომ რამდენიმე სართული იყოს აშენებული. პარალელურად ვაშენებთ თანამედროვე სტანდარტების გაყიდვების ოფისს, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამ პროექტის ფარგლებში დიდ აქცენტს ვაკეთებთ გამწვანებაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია ეს მიმართულება. დაახლოებით, 900 000 ლარია გამოყოფილი გამწავნებისთვის. ვფიქრობთ, რომ გავყიდით სრული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოთი, კომპლექსს ასევე ახლავს საინტერესო ინფრასტრუქტურა - საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, დიდი და გამწვანებული ეზო, მიწისქვეშა პარკინგი, ანუ მომავალი მაცხოვრებლებისთვის იქნება კომფორტული გარემო”, - განაცხადა ნინი გორგოძემ, რომელმაც კვადრატული მეტრის ღირებულების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

მისივე თქმით, ერთი ბლოკის ინვესტიცია, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება 30 მილიონი დოლარია. პირველი ბლოკის ფარგლებში 30 სართული აშენდება. პირველი რამდენიმე სართული დაეთმობა - სატრენაჟორო დაბაზს, საცურაო აუზსს, მიწისქვეშა პარკინნგს, ხოლო დანარჩენი ნაწილი იქნება საცხოვრებელი.

განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ