რა არის მეტეოდამოკიდებულება და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

რა არის მეტეოდამოკიდებულება და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ზოგისთვის ეს მხოლოდ დროებით შეუძლოდ ყოფნაა, ზოგისთვის კი - სერიოზული ავადმყოფობა. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი განიცდის მეტეოდამოკიდებულებას - სხვადასხვა დაავადების სეზონურ გამწვავებას, შეუძლოდ ყოფნას. უარყოფით გავლენას ერთდროულად ახდენს რამდენიმე ფაქტორი: ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ჟანგბადის კონცენტრაცია, დედამიწის მაგნიტური ველის ზემოქმედების დონე, მზის სისტემის გრავიტაცია, ატმოსფეროს დაბინძურების ხარისხი.

ამინდის ცვლილებაზე განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ ანუ უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულები, ისინი, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, ვინც გადაღლილი და დასუსტებულია. საზოგადოდ, დაავადებულ ადამიანს უქვეითდება იმუნური სისტემა, შესაბამისად, მისი ორგანიზმი ვერ ახერხებს გარე სამყაროს შეცვლილი პირობებისადმი სწრაფად ადაპტირებას (ანუ გადაწყობას). ამის გამო ამინდის ცვლილებისდაკვალად ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, მისი ჯანმრთელობა და თვითშეგრძნება უარესდება. საყურადღებოა, რომ ჯანმრთელი და გაკაჟებული ადამიანის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი დროულად გადაეწყობა (გარდაიქმნება) გარემო პირობების ცვლილების შესაბამისად, ამიტომ ის უარყოფით გავლენას ვერ აღიქვამს.

მაინც რა სიმპტომები ახასიათებს მეტეოდამოკიდებულებას?

მეტეოდამოკიდებულების სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • სისუსტე;
  • ცუდი განწყობა;
  • თავის ტკივილი;
  • სწრაფად დაღლა;
  • ძილიანობა ან პირიქით - უჩვეულო აგზნება და აქტიურობა.

ყველა ეს სიმპტომი ორგანიზმის ჩვეულებრივი (ბუნებრივი) რეაქციაა ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებებზე და დიდ პრობლემად არ მიიჩნევა, მაგრამ როდესაც ამინდის ცვლილების საპასუხოდ მწვავდება ესა თუ ის ქრონიკული დაავადება, ორგანიზმს საფრთხე ემუქრება და ეს მეტად საყურადღებოა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს