სტრიპტიზი... მიცვალებულისთვის - დაკრძალვის უჩვეულო რიტუალი ჩინეთში

სტრიპტიზი... მიცვალებულისთვის - დაკრძალვის უჩვეულო რიტუალი ჩინეთში

ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში დაკრძალვის უჩვეულო რიტუალი აქვთ - მიცვალებულების "დამტირებლებად" სტრიპტიზის მოცეკვავეებს ქირაობენ. რა თქმა უნდა, ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ვერ დაიტირებენ გარდაცვლილს, თუმცა საიქიოში მიმავალს ერთ ეგზოტიკურ ცეკვას მაინც გაატანენ...

ჭირისუფლებს სწამთ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მივა დაკრძალვაზე, მით მეტად დაფასებული იქნება მათი მიცვალებული საიქიოს. ერთი ვერსიით, სწორედ ამიტომაც, ხალხის მოზიდვის მიზნით დაიწყეს ჩინელებმა დაკრძალვაზე სტრიპტიზიორების დაქირავება.

თუმცა ამიერიდან ჭირისუფლებს სტრიპტიზიორების გარეშე მოუწევთ დასაფლავების გამართვა. ჩინეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ხელისუფლება აპირებს პოლიციასთან მჭიდროდ თანამშრომლობას და მსგავსი ტიპის "პერფორმანსების" აღმოფხვრას.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს