რაში დახარჯა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 16 783 დოლარი და 11 354 ლარი

რაში დახარჯა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 16 783 დოლარი და 11 354 ლარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, არჩილ ხაბაძის ფინანსურმა ხარჯებმა 2014 წელს, 40 ათას ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ხაბაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ხაბაძეს 100 000 დოლარის იპოთეკური სესხი აქვს აღებული. მას ორი სესხი 70000.00 დოლარისა (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 29/07/2011, 29/07/2011 - 29/07/2021) და 30 000 დოლარის ოდენობით (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 21/02/2012, 21/02/2012 - 18/02/2022) "საქართველოს ბანკში" აქვს.

მხოლოდ ამ სესხების პროცენტის დასაფარად, ხაბაძემ გასული წლის განმავლობაში 16 783 დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, ხაბაძეს 2014 წლის ბოლომდე, 11359-ლარიანი კიდევ ერთი სესხი, ოვერდრაფთი (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 24/01/2013, 24/01/2013 - 01/12/2014, სს ბანკი "ქართუ") ჰქონდა აღებული, რის დასაფარადაც მან 6354 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, ხაბაძეს თავის სახელზე ორი ბინა აქვს. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 81,75 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა საბანკო სესხით 2012 წელს შეიძინა. ხაბაძის საკუთრებაშია კიდევ ერთი ბინა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 32,60 კვ.მ-ია.

დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მთავრობის მეთაურს ავტომანქანა ან სხვა უძრავი ქონება არ აქვს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა