დაპირისპირება საგარეჯოში საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და გამგებელს შორის

დაპირისპირება საგარეჯოში საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და გამგებელს შორის

საგარეჯოს საბავშვო ბაღების თანამშრომლები, რომელთა საშუალო ანაზღაურება 240 ლარია,  ხელფასების გაზრდას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ მოთხოვნით გამგებელს მიმართეს, რის შემდეგაც სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. საბავშვო ბაღების თანამშრომლები განმარტებას ითხოვენ, თუ მათთვის ხელფასების გასაზრდელად ბიუჯეტში თანხა არ არის, ბოლო ოთხ თვეში გამგეობასა და საკრებულოში 203 ათასი ლარის ოდენობით პრემია როგორ გამოიწერეს.

"ვთხოვე გამგეობას, რომ ძალიან მცირე ხელფასია და მოგვიმატეთ-მეთქი. ბიუჯეტში თანხა არ არის და ვერ მოგიმატებთო. ხელფასის გარდა, პრემია და დანამატი თუ არის მათთვის, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება ხელფასის მომატება? არჩევნებისთვის ყველა მოდის და გვეუბნება, ოღონდ გვიშველეთ, გვერდში დაგვიდექითო, მაგრამ არჩევნების მერე საბავშვო ბაღში არავინ შემოსულა. გამგებელს ვთხოვე, მობრძანდით, შეხვდით თანმშრომლებს, მაგრამ ყურად არ იღეს. თან გვაშინებენ, ზეწოლაა", - აღნიშნა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში საგარეჯოს მეორე საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ეთერ ქარსაულიძემ.

საგარეჯოს გამგებლის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, აღმზრდელ-მასწავლებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.

"მე ამ ადამიანებს შევხვდი და ავუხსენი გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არის განხილვის საგანი. ჩვენი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ბაღები და მსგავსი საკითხები. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა გვაქვს და ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტი როგორც მოგვცემს საშუალებას, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მათ ხელფასს. რაც შეეხება ზეწოლას, დამისახელონ პიროვნებები და მე მივიღებ შესაბამის ზომებს, რა ზეწოლა იყო გამაგებინონ. მე მსგავს ფაქტს ვერ დავადასტურებ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი გზირიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა