ქუთაისში ერთ-ერთ ლუდის ბარზე ბანერი გაჩნდა წარწერით "არა ნისიას!"
კვების ობიექტის წარმომადგენლები აღნიშნული წარწერის გაკეთების აუცილებლობას ე.წ. ნისიების დიდი რაოდენობით ხსნიან, რომელიც ბარის მუშაობაზე ცუდად აისახება.
"ნისია მყარ ტრადიციადაა ქცეული ქუთაისში, არის მომხმარებლის კატეგორია, რომელიც პირველ ჯერზე ნისიად უნდა გეწვიოს და აღარ გამოილია ეს "პირველ ჯერზე ნისიები", ამიტომ ყველასათვის გასაგები რომ იყოს, დავამზადეთ ეს ბანერი, რომელიც ცოტა ხანს იქნება გაკრული", - აღნიშნავს კვების ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.