"დავით ყიფიანის შვილის კურტანიძისათვის შეწირვით, თქვენი იმიჯი კიდევ ერთხელ დააზარალეთ" - ვახტანგ რჩეულიშვილი ივანიშვილს მიმართავს

"დავით ყიფიანის შვილის კურტანიძისათვის შეწირვით, თქვენი იმიჯი კიდევ ერთხელ დააზარალეთ" - ვახტანგ რჩეულიშვილი ივანიშვილს მიმართავს

როგორც ცნობილია, 29 პრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან მის მიმართ არსებულ ბრალდებები დაასახელა. როგორც ყიფიანმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა გადადგომა იმისთვის გადაწყვიტა, რომ "პრობლემა არ გამწვავდეს და ზღვარს არ გადავიდეს".

მომხდართან დაკავშირებით, ვახტანგ რჩეულიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ლევან ყიფიანს ლუკა კურტანიძისთვის შეწირულ ადამიანს უწოდებს:

"ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ბატონო ბიძინა. დავით ყოფიანის შვილის კურტანიძისათვის შეწირვით თქვენი იმიჯი კიდევ ერთხელ დააზარალეთ. მე არც თქვენი მოწინაამღდეგე ვარ და არც მხარდამჭერი. პატივს გცემთ როგორც დიდ ბიზნესმენს და ქველმოქმედს. მაგრამ როგორც პოლიტოლოგმა, მინდა შეგახსენოთ, რომ საზოგადოებას არ უყვარს მოჩვენებითი მსხვერპლშეწირვა, მითუმეტეს პირადი მოტივებით განაწყენებული ქურუმების მოთხოვნით. სანამ შემდეგ შეცდომას არ დაუშვებდით, მინდა გირჩიოთ, რომ პრემიერ მინისტრის პოსტზე არ შეცვალოთ ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერ-ჯერობით დიდი ვერაფერი პოლიტიკოსია სამწუხაროდ, მაგრამ თქვენი ერთგული და პატიოსანი კაცია. ის, რომ კორუმპირებული სიმამრი ჰყავს, საქართველოში და კახეთში არავის უკვირს-თქვენ კი ეს ადრე უნდა გცოდნოდათ. პატარა ქვეყანა ვართ. მაგრამ ერთგულება და პირადი პატიოსნება რომ არ ფასდება, ქართველებს არ გვიყვარს. გინდაც ირაკლისა.

დანარჩენისა თქვენ იცით, მაგრამ ერთს კი გაგახსენებთ კიდევ: სანამ "საქართველოს ბანკის" ნაირი ბანკები მდიდრდებიან ლარის გაუფასურებაზე და თქვენ ამას უშვებთ, საფინანსო კრიზისი არ დამთავრდება. პასუხისმგებლობა თქვენზეა-როგორც გინდათ ისე ცვალეთ მინისტრები, მაგრამ დანიშნულებს ენდეთ და ამუშავეთ, გადაწყვეტილების მიღება აცალეთ, თორემ იმპოტენტი მთავრობა გინდაც ქვეყანაში და გინდაც თბილისში ვერაფრის მაქნისია. ეს ადამიანები მეტ ნდობას იმსახურებენ სინამდვილეში, ვიდრე თქვენგან აქვთ. ხოლო თუ ვერ გაამართლეს, ამას ხალხი გადაწყვეტს არჩევნებზე და პასუხს მოთხოვს. და არა თქვენ. პატივისცემით ვახტანგ რჩეულიშვილი", - წერს რჩეულიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს