გივი სიხარულიძის შვილის ამერიკული ცხოვრება

გივი სიხარულიძის შვილის ამერიკული ცხოვრება

ბექა სიხარულიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. 1969 წლიდან დღემდე მის ცხოვრებაში, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ისე პირადშიც, ბევრი რამ მოხდა. მსახიობმა ახლახან თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ''ბაბუს მევალე'' გადაიღო. კალიფორნიის კინოფესტივალის პრიზიორმა ფილმმა მოწონება ტექნიკურად განსხვავებული გადაღების გამო დაიმსახურა. რეჟისორმა ფილმის სიუჟეტი მამის, გივი სიხარულიძის ნოველებზე ააგო...

- 19 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში ჩამოვედი და ჩემს გამგზავრებას, შეიძლება ითქვას, ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი ის, რომ მსახიობობა მინდოდა და მეორე - ცოტა ფიცხი ვიყავი და სულ შარში ვეხვეოდი. აქ გავიზარდე... კინგ-ბოქსიორი და კარატისტი ვიყავი, ტაილანდურ კრივში ვვარჯიშობდი. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ვან დამი. მისი გავლენით ტრიუკებს ვაკეთებდი. საქართველოში არ მისწავლია. მადლობელი ვარ ქართველი მსახიობის დათო ბახტაძის, რომელიც ჩემი მეგობარია და ამერიკაში მისგან მივიღე მსახიობისთვის აუცილებელი პირველი გაკვეთილები. შემდეგ დათო საქართველოში დაბრუნდა, მე დავიწყე შესაბამისი ლიტერატურის კითხვა, თეატრალურში ვისწავლე, მცირე ხანს სახლში ჩავიკეტე, შინ ვმეცადინეობდი და მერე ისევ თეატრალურში დავბრუნდი. მოკლედ, ვიპოვე ის გზა, რასაც ვეძებდი.

- საუბრის მანერით და ფიზიკურად, მგონია, რომ მამას ძალიან ჰგავხართ. როგორია თქვენი თვალით დანახული მშობლების პორტრეტები?

- გივი სიხარულიძეს ხალხი იცნობს, როგორც მსახიობსა და მწერალს, მაგრამ ყველა არ იცნობს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. ოჯახში სულ სხვა ადამიანია და ჩვენც, ძმები, სხვაგვარად აღგვზარდა. დღემდე მარიგებს და მისი მადლობელი ვარ. იმედია, მის დარიგებასა და აზროვნებას ჩემს შვილს გადავცემ.

დედაჩემი ექიმი იყო. სიმსივნით გარდაიცვალა, მისი სული აცხონოს ღმერთმა. ორი სიტყვით გეტყვით, როგორი იყო. რუსუდანი ავად რომ გახდა, დამხმარედ მომვლელი ქალი ავიყვანეთ, რომელსაც ორი თუ ოთხი შვილი ჰყავდა. ეს ამბავი დედაჩემმა რომ გაიგო, ''ჩულანში'' შევიდა, გამოიტანა ძველი გადასაფარებელი და დაიწყო მასზე სხვადასხვა ნივთის დაწყობა. საჩუქრებით გაავსო და მომვლელი უდიდესი ბოღჩით გაუშვა ჩვენი სახლიდან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს