"ღარიბაშვილი ბჭობდა, მარგველაშვილი იცინოდაო" - როგორ ეხმაურებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას Facebook-ზე

"ღარიბაშვილი ბჭობდა, მარგველაშვილი იცინოდაო" - როგორ ეხმაურებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას Facebook-ზე

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მეტი ინფორმაციისთვის| პრეზიდენტის უარი პრემიერს: მარგველაშვილმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო

Facebook-ის ქართული აუდიტორიის ნაწილი აქტიურად რეაგირებს ამ პოლიტიკურ პროცესებზე. Ambebi.ge ზოგიერთი ცნობილი ადამიანის გამოხმაურებებს წარმოგიდგენთ.

მერაბ მეტრეველი:

როგორც ჩანს, ბიძინა რესპუბლიკელებს ეყრდნობა! ძალიანაც კარგი. თავიდანვე ასე რომ ექნა, უკეთესი იქნებოდა!

ლაშა ბერულავა:

ღარიბაშვილი ბჭობდა, მარგველაშვილი იცინოდაო

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ახლა ის დროა ბიძინამ დუდუს დაურეკოს:)

ირმა ნადირაშვილი:

მარგველამ მთავრობას---ჯარგვალში გაჩერდითო :)

ნუგზარ წიკლაური:

რა დრო დადგა? მარგველამ ქუთაისში მიმავალი მთავრობა რიკოთიდან მოატრიალა ერთი განცხადებით...

ნიკა ქავთარაძე:

ქმრის დაწერილ კანონს რო ცოლი აღასრულებს, ეგია ევროპა, ჰა ???

ია ანთაძე:

შესაძლებელია, რომ ერთ ღამეში ამდენი მინისტრის შემცვლელი მოიძებნოს?

ნიკა რურუა

მივესალმები პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას არ გახადოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ნოტარიალური დამოწმების კანტორა.

ასევე მივესალმები მის მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების თამამად გამოყენებას.

საინტერესო პერფორმანსით გამოეხმაურა ამ მოვლენას გოგა ხაჩიძე. მან ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც პოპკორნითა და დიდი ინტერესით უყურებს მარგველაშვილის განცხადებას ახალი ამბების სპეციალურ გამოშვებაში.

ასევე დაგაინტერესებთ| "პრეზიდენტი არაპარტიულ როლშია" - როგორ ეხმაურებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამთავრობო გუნდში

VIDEO| ხაჩიძის პერფორმანსი

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია