საგზაო სამუშაოების დროს დინოზავრის 46 კვერცხი აღმოაჩინეს

საგზაო სამუშაოების დროს დინოზავრის 46 კვერცხი აღმოაჩინეს

ჩინეთში, პროვინცია გუანდუნში საგზაო სამუშაოების დროს დინოზავრის 43 გაქვავებული კვერცხი აღმოაჩინეს, რომელთაგან 19 დაუზიანებელია. ყველაზე მსხვილი კვერცხის დიამეტრი 13 სანტიმეტრს აღწევს. ნაპოვნი ადგილობრივ მუზეუმში გაგზავნეს გამოკვლევისთვის. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, რომელი სახეობის დინოზავრს ეკუთვნის აღმოჩენილი კვერცხები.

ჩინეთი ცნობილია, როგორც ”დინოზავრების სახლი”. იქ ინახება მსოფლიოში ყველაზე დიდი დინოზავრების კვერცხების კოლექცია - 10 000 ეგზემპლარზე მეტი. ეს შედეგი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს