თბილისში, ვარკეთილში, სატვირთო ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ|მკვლელი ტრაილერები საქართველოს გზებზე: 185 ავტოსაგზაო შემთხვევა და 19 ადამიანი გარდაცვლილი ერთ წელში