მონიკა ბელუჩის ქართველი ორეული - ''ყოველთვის ვცდილობ, მათ მადლობა გადავუხადო...''

მონიკა ბელუჩის ქართველი ორეული - ''ყოველთვის ვცდილობ, მათ მადლობა გადავუხადო...''

მოზარდ მაყურებელთა თეატრის აუდიტორია ამ ლამაზ მსახიობს კარგად იცნობს. 24 წლის მარიამ ჩუხრუკიძე ამ თეატრის არაერთ სპექტაკლშია დაკავებული. მათ შორისაა: ''ზამთრის ზღაპარი'', ''ჩვენ გველის დიდება'', ''სამი მუშკეტერი'' ''ჯუჯა ცხვირი'' და სხვა. მარიამს შეხვედრისას პროფესიაზე საუბართან ერთად, იმაზეც ვკითხეთ, რომ მას ცნობილ მსახიობ მონიკა ბელუჩის ამსგავსებენ და დავინტერესდით, თავად რას ფიქრობს ამაზე...

- ამ პროფესიის მიმართ ყოველთვის მძაფრი ლტოლვა მქონდა. რაც თავი მახსოვს, ძალიან პატარა ასაკიდან სულ მსახიობობაზე ვოცნებობდი. მეგონა, თუ თეატრალურ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებდი, ყველაფერი აზრს დაკარგავდა და ალბათ, პირველივე წელს რომ არ მოვხვედრილიყავი, იმდენად გულგატეხილი ვიქნებოდი, რომ შემდეგ არასოდეს ვცდიდი ბედს. გამიმართლა და საკმაოდ მაღალი ქულებით მოვხვდი ბატონი დიმა ხვთისიაშვილის ჯგუფში. ორი წელია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობ. მესამე კურსზე სწავლისას ჩემი დებიუტი სოხუმის თეატრში შედგა, სადაც ბატონმა დიმამ ლალი როსებას ''პრემიერა'' დადგა. ყოველთვის კარგად მაგონდება ის პერიოდი, სოხუმის თეატრს არაჩვეულებრივი დასი ჰყავს და მინდა, წარმატებები ვუსურვო.

- მარიამ, მსახიობს ზოგჯერ უწევს ისეთი როლის თამაში, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, არ მოსწონს...

- რა თქმა უნდა, არის ასეთი სპექტაკლები, მაგრამ ამ ყველაფრის მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ბუნებრივია, არ შეიძლება, ყველა როლი მოგწონდეს, ანდა შენი ნამუშევრით კმაყოფილი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაშიც საქმეს ზერელედ არ უნდა მიუდგე. ბევრჯერ მითამაშია მასობრივ სცენებში, ზოგჯერ თითქმის არ ჩანხარ, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ ვცდილობ, იძულებით კი არ მივუდგე ამა თუ იმ როლს, არამედ სიამოვნება მივიღო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს