"მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე" - ლევან სუთიძე

"მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე" - ლევან სუთიძე

ტელეწამყვანი ლევან სუთიძე თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. ტელეწამყვანი საზოგადოების იმ ნაწილის ემოციებს პასუხობს, რომლებსაც ხიდაშელის წარდგენა მისი სქესის გამო გაუხარდათ.

"ღრმად მწამს და ეს სამეცნიერო ფაქტია, რომ ქალებსა და კაცებს ძალაუფლებაში ყოფნის თანასწორი უნარები გააჩნიათ და სქესი არ განაპირობებს მმართველობის ხარისხს. ისიც ცხადია, რომ არსებობენ კვალიფიციური ქალები, რომლებიც სექსისტური სტერეოტიპების გამო გარკვეულ თანამდებობებზე ვერ აღმოჩნდნენ და ეს დასაგმობია.

მაგრამ მიმაჩნია უკიდურესად სასაცილოდ, როცა კონკრეტული ინდივიდის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნის პერსპექტივა ან დანიშვნის ფაქტი, სასიხარულო ხდება მისი სქესის გამო, ხოლო კვალიფიკაცია მეორეულად ან საერთოდ უინტერესოდ წარმოგვიდგება.

ამგვარი ბეჩავი აღტყინება, მეტყველებს არა მხოლოდ იმაზე, რომ წარმოუდგენლად ვერ ვერკვევით იმ პრობლემატიკაშიც კი, რომლის შესახებაც შესაძლოა დღეში რამდენიმე პოსტს და ზოგჯერ რეპორტებს ვწერთ, არამედ ცხადყოფს, რომ წარმოუდგენლად ვერ ვაცნობიერებთ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმართავად მუშაობის შესაძლო შედეგებს. ეს შესაძლოა კიდევ იმაზე მეტყველებდეს, რომ სქესი დაიყვანება სიმბოლიკამდე, რომელიც ჩვენსავე პრიმიტიულ რწმენა-წარმოდგენებში უშინაარსო, მაგრამ საკრალურ აღმნიშვნელად გვევლინება.

მივესალმები კვალიფიციური ქალების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას, მაგრამ მზად არ ვარ ბებიაჩემის, რუსუდან სუხაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ტაშით შევხვდე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მავანს კვალიფიკაციით ამ სფეროში არც ჩამორჩებოდეს", - წერს ლევან სუთიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს