როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა, რომ ორგანიზმმა მოასწროს პირველი ორსულობის შემდეგ აღდგენა? მეცნიერებმა ზუსტი ვადები დაასახელეს. კვლევა ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტისმეტად ხშირი (და მცირეშუალედიანი) ორსულობა უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე, არამედ დედის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. და ისიც აღნიშნეს, რომ არც მეტისმეტად დიდი შუალედის გაკეთება ღირს.
კვლევის ავტორებმა ორ მილიონამდე ამერიკელი ქალის მონაცემები შეისწავლეს. დაადგინეს, რომ მოკლე ინტერვალი (ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე შუალედი) არც ისე სასურველია, ამ დროს განსაკუთრებით მაღალია ნაადრევი მშობიარობის რისკი, დედაც ვერ ასწრებს რეაბილიტაციას და ბავშვის შემდგომი ჯანმრთელობაც მეტად არის საფრთხის ქვეშ.