იოგა-კომპლექსი მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად

იოგა-კომპლექსი მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად

იოგების მტკიცებით, თუ ადამიანი ამ ვარჯიშებს ყმაწვილობიდან დილა-საღამოს რეგულარულად შეასრულებს, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებს კარგ მხედველობას და სათვალე არ დასჭირდება. კომპლექსის შესრულებამდე მოხერხებულ პოზაში დაჯექით სკამზე, შეგიძლიათ ტერფებზე მოკალათდეთ ხალიჩაზე. გამართეთ ხერხემალი, მოადუნეთ სხეულის და სახის კუნთები, იმ ნაწილის გარდა, რომელიც მჯდომარე მდგომარეობას გინარჩუნებთ. მზერა მიაპყარით თქვენს პირდაპირ დაშორებულ უბანს, თუ ფანჯარაა, გაიხედეთ ფანჯარაში, თუ არა და კედელს უმზირეთ. ყურადღება გადაიტანეთ თვალებზე, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.

ვარჯიში 1. --- ღრმა და ნელი ჩასუნთქვის პარალელურად მზერა წარბებშუა მიმართეთ, ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით შეაჩერეთ, შემდეგ კი ნელ ამოსუნთქვასთან ერთად თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ და რამდენიმე წამით დახუჭეთ. დროთა განმავლობაში (არა უადრეს 2-3 კვირისა) პირველ მდგომარეობაში თვალების დაყოვნება თანდათანობით გაზარდეთ (ნახევარი წლის შემდეგ რამდენიმე წუთამდე).

ვარჯიში 2. --- ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად ცხვირის წვერს შეხედეთ, მზერა ამ პოზიციაში რამდენიმე წამით შეაყოვნეთ და ამოსუნთქვისას თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ. თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ.

ვარჯიში 3. --- ჩასუნთქვის პარალელურად თვალები მარჯვნივ მოაბრუნეთ მაქსიმალურად, მაგრამ გადაძაბვის გარეშე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს