"ხვალიდან კარატეზე ვიწყებ სიარულს" - ირაკლი ალასანიას 18 კმ-იანი მარათონი და ბუკა პეტრიაშვილი რაჭველ ქალთა გარემოცვაში

"ხვალიდან კარატეზე ვიწყებ სიარულს" - ირაკლი ალასანიას 18 კმ-იანი მარათონი და ბუკა პეტრიაშვილი რაჭველ ქალთა გარემოცვაში

3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით საქველმოქმედო მარათონი (Wings For Life World Run) მოეწყო. საგანგებოდ ამ დღეს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდა იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს. საქველმოქმედო ღონისძიებაში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის თავდცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

ამ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე.

"18 კილომეტრი სჩემტა... მე რა ვქნა, მე ახლა? რით გამოვიჩინო თავი, შვილებმა რომ პატივი მცენ??? მოვიფიქრე! ხვალიდან კარატეზე ვიწყებ სიარულს. "იაააა!" რომ დავჭყივლებ, ანუ, - ი. ა. -გაფრთხილება იქნება სწორედ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვარ ოჯახში", - ასე შეაფასა მეუღლის წარმატება ნათიამ.

სპორტულ მიღწევებში ყოფილ მინისტრს არ ჩამორჩა ალექსი პეტრიაშვილიც.

"რაჭველ თავისუფალ დემოკრატებს ჩვენი საკუთარი წინამძღოლი გვყავს, მსოფლიოში რაჭული იდეის ლობისტი, კაცი 14 კილომეტრის დამფარავი, კაცი პორთოსი, კაცი აკადემიური და ენამოსწრება, - რაჭის ლომგული დათვი ბუკა პეტრიაშვილი რაჭველ ქალთა გარემოცვაში", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს