მეცნიერებმა უჩინმაჩინის მოსასხამი გამოიგონეს

მეცნიერებმა უჩინმაჩინის მოსასხამი გამოიგონეს

გერმანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს უჩინმაჩინის მოსასხამი, რომელსაც შეუძლია უცხო თვალისგან ადამიანის დაცვა. აღსანიშნავია, რომ თავიდან მეცნიერებმა ააწყვეს ყუთი, რომელსაც მცირე ზომის ობიექტების გაუჩინარება შეეძლო. უხილავობის ეფექტს იძლევა ყუთის ზედაპირი, რომელიც დაფარულია შუქის განმდევნი საღებავით.

მოგვიანებით მეცნიერებმა შექმნეს უჩინარი მოსასხამიც. გამომგონებლების თქმით, სამოსის ეფექტურობის ხილვა ჯერ მხოლოდ სუსტი განათების მქონე ფარნითაა შესაძლებელი ისეთ ოთახში, სადაც კაშკაშა შუქი არაა.

გამოგონებას წარმოადგენენ კონფერენციაზე, რომელიც კალიფორნიაში მომავალ კვირას ჩატარდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს