დიდი ტერორი - "ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს"

დიდი ტერორი - "ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს"

"ევგენი მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მეუღლე ქეთევანი კი 5 წლით შრომა-გასწორების ბანაკში გადაასახლეს"

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. მაშინ გაჩნდა გამონათქვამი, - კედლებსაც კი ყურები აქვთო! ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.

პროფესორი ლევან ჯიქია 1937-1938 წლებში, "დიდი ტერორის" პერიოდში, რეპრესირებულთა საქმეებსა და სამეულთა­ სხდომის ოქმებზე მუშაობს:

- რეპრესიების ინიციატ­ორი საბჭოთა კავშირის მას­შტ­აბით ერთი კაცი იყო - იოსებ სტალინი. საქართველოში რეპრესიების სათავეში­ ლავრენტი ბერია იდგა, რომ­ელიც ე.წ. შავ სიებს თვითონ ადგენდა. მთავარი იყო, რეპრ­ესირებულთა სიებში მოხვედრა, დაპატიმრება და აღიარ­ებითი ჩვენების მიღება კი "პრობლემას" არ წარმოადგე­ნდა. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს. მწერლის პირველ დაკითხვას ბერიაც ესწრებოდა. პირველად გამომძიებელ აბაშიძეს დაურტყამს და ჯავა­ხიშვილი იატაკზე გულაღმა დაუგდია. ბერიამ გულზე ფეხი დაადგა და უთხრა, ახლა გადგას ჩეკისტი თავზეო!"საქმე ის არის, რომ როდესაც ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს, ჯავახიშვილს უთქვამს, ისღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგ­ვდგომოდა თავზეო.

- ქალებიც მრავლად იყვნენ რეპრესირებულთა შორის...

- ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს. გამომძიებელი ალ­ე­ქსანდრე ხაზანი აცხადებდა: "მე ქალებს არ ვცემდი. ჩემი განკარგულებით, ისიც მხოლოდ ერთხელ, სტარშოვამ, რომელიც შემდგომში თავადაც გაასამართლეს, პატიმარ მარიამ ორახელაშვილს (საქართველოს სსრ განათლების ყოფილი კომისარი, კომუნისტური პარტი­ის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნ­ის, მამია ორახელაშვილის მეუღლე) სილა გააწნა".

- რა იყო ყველაზე უცნაური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა აღმოჩენილიყო ადამ­იანი­ რეპრესირებულთა შორის?

- მაგალითად, ერთ ქალს, ოლია მესხს, კოლექტივიზაციაზე უხუმრია და დააპატიმრეს. ვინმე სამსონ გობრონიძე სტალინზე ანეკდოტის მოყოლის გამო დაიჭირეს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს