"აი, მაგ მომენტში თუ სიმწრის ხარხარი ამიტყდა - არ გაგიკვირდეს" - ხაჩიძე ღარიბაშვილს

"აი, მაგ მომენტში თუ სიმწრის ხარხარი ამიტყდა - არ გაგიკვირდეს" - ხაჩიძე ღარიბაშვილს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიე-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

"ახლა რომ პარლამენტში მოხვალ, ტრიბუნასთან რომ დადგები და დაიწყებ:

"მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის ახალი შემადგენლობა.

ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური.... "

აი, მაგ მომენტში თუ სიმწრის ხარხარი ამიტყდა - არ გაგიკვირდეს, იმსახურებ!", - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს, რომელიც 13.00 საათზე ჩაინიშნა.

პრეზიდენტმა კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობა სამთავრობო პროგრამასთან ერთად პარლამენტს დღეს წარუდგინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს