საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პატრულის შეურაცხყოფის მორიგ ფაქტს აღწერს.
"გუშინ, ჩემს კორპუსთან პატრულმა მანქანა გააჩერა.
ცოტა ხანში ხმაურის გამო გავიხედე.
მძღოლი წყნარად იდგა.
მგზავრი - ვიღაც ახალგაზრდა კაცი პატრულს ლანძღავდა, ხელს ჰკრავდა, თავხედურად იქცეოდა, „თავს მოგაჭამო" უყვიროდა.
თავიდან ვიფიქრე, ალბათ პატრული ამდენ შეურაცხყოფას იმიტომ ითმენს - დროს წელავს, დახმარებას ელოდება, რომ დააკავონთქო.
ამბავი დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
ჯერ პატრული წავიდა, ცოტა ხანში - გაჩერებული მანქანა.
„დავაი, გეიხარეთ!" - ასე დაემშვიდობა აგრესიული მგზავრი მიმავალ პატრულს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა დღეში ჩაგყარათ უბედურმა არქიფომ?!
რა უქენით პატრულს?!
p.s. შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც იფიქროთ, რომ ეს პოსტი, ჩემი მხრიდან პატრულის დისკრედიტაციისკენ მიმართულ მოგონილ ამბად მონათლოთ, თორემ რაც მოვყევი, ზუსტად მაგის ამსახველ 9 წუთიან ვიდეოს დაგიდებთ!".