10 ოქროს წესი სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის

10 ოქროს წესი სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის

იმისთვის, რომ კრიალა კანი დიდხანს შეინარჩუნოთ, უნდა დაიცვათ შედეგი წესები: 1. ყურადღებით შეარჩიეთ კანის მოსავლელი საშუალება - კანის მოვლის პირველი და მთავარი წესი იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. მშრალი და ცხიმიანი კანის მოთხოვნილებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის მგრძნობიარე უბნებს. ზოგან სახის კანი თხელი და მეტისმეტად მოწყვლადია და სპეციფიკურ მოვლას მოითხოვს, განსაკუთრებით - თვალებისა და ტუჩების ირგვლივ. ეს მიდამოები მეტისმეტად მგრძნობიარეა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

3. ნაზად გაიწმინდეთ კანი: მგრძნობიარე კანის მოვლა მაკიაჟის მოცილებით იწყება. იმისთვის, რომ მას დამატებითი სტრესი არ მიაყენოთ და ბუნებრივი ბალანსიც შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ ნეიტრალური PH-ის მქონე მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული კანის ნაზად მოვლისთვის.

4. გახსოვდეთ: თვალები რისკის ზონაა! თვალების ირგვლივ არსებული კანი ათჯერ უფრო თხელია, ვიდრე სახის სხვა ადგილას არსებული კანი, ამიტომ გამოიყენეთ თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებები.

5. პილინგი (ექსფოლიაცია) - სახის კანის მოვლისთვის აუცილებელი პროცედურაა: გამოიყენეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ტიპის პილინგი კვირაში ერთი-ორჯერ. პილინგი ეფექტიანი, მაგრამ ნაზი უნდა იყოს და ტრავმას არ აყენებდეს კანს. გამოიყენეთ ის საშუალებები, რომელთაც ნეიტრალური PH აქვთ და რომლებიც კარგად წმენდენ და არბილებენ კანს ისე, რომ არ არღვევენ მის ბუნებრივ ბალანსს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს