"ნიკუშას მშობლები ენატრებოდა" - გიორგობას დატრიალებული შემზარავი ტრაგედია

"ნიკუშას მშობლები ენატრებოდა" - გიორგობას დატრიალებული შემზარავი ტრაგედია

მამა 2 წლის წინ გარდაეცვალა, დედა 5 წელზე მეტია საბერძნეთში მუშაობს და ერთადერთ შვილს ასე ინახავდა. 12 წლის ნიკუშა ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. ბიჭმა გუშინ, გიორგობა დღეს, მეზობლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. ამ ფაქტის მიზეზს ვერავინ ხსნის. გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მეგობრებისთვის საჩუქრები დაურიგებია და თითქოს გამოთხოვებასავით ყველას სიყვარულს ეფიცებოდა თურმე. როგორც დამრიგებელი, ბელა ვეკუა "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, ნიკუშა არაჩვეულებრივად ხატავდა და მის გულჩათხრობილობასაც მასწავლებლები სწორედ ამას აბრალებდნენ.

ბელა ვეკუა:

- იმდენად უკომფლიქტო გახლდათ სკოლაში ყველას უყვარდა. გულჩათხრობილი ბავშვი იყო, ძალიან უყვარდა ხატვა და ბრწყინვალედაც გამოსდიოდა. როგორც იცით, მიიჩნევა, რომ ხელოვანები მაინც და მაინც მხირულები არ არიან და ნიკოლოზის გულჩათხრობილობასაც ამას ვაწერდით. მისი მოწყენილობის მიზეზი, ალბათ უფრო ის იყო, რომ მშობლები არ ჰყავდა და ენატრებოდა. ბიჭს ბებია და ბაბუა ზრდიდა, დედის მხრიდან. ისინი სულ ეფერებოდნენ და მეც ჩემებურად ვიკრავდი გულში, მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, დედის მზრუნველობაც აკლდა... სულ ვესიყვარულებოდი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბავშვი თოკს დაიჭერდა ხელში და თავს ჩამოიხრჩობდა. ადამიანს აღარ ვგავართ აქ არავინ, ამ ამბავს როგორ გადავიტანთ, არ ვიცი...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია