როგორ გვიყალბებენ პროდუქტებს - რასაც ყოველდღე ვჭამთ, სინამდვილეში საკვები არ არის

როგორ გვიყალბებენ პროდუქტებს - რასაც ყოველდღე ვჭამთ, სინამდვილეში საკვები არ არის

დედამიწის მოსახლეობის მოთხოვნილება საკვებზე დღითიდღე იზრდება. ამის პასუხად მსოფლიო კვების ინდუსტრია ახალ-ახალი ფალსიფიკაციას მიმართავს და კარგად ნაცნობი, მადისაღმძვრელი პროდუქტების სახით ათასგვარ საშინელებას საკვებად ასაღებს. წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ ფალსიფიკაციებს, რომლებსაც თითქმის ყოველდღე მივირთმევთ.

არაჟანი

ყველაზე პოპულარულია რძემჟავა პროდუქტებს შორის. ის გარეგნულადაც და გემოთიც მართლაც ჰგავს არაჟანს. სინამდვილეში ცხოველური ცხიმი მცენარეულითაა შეცვლილი, რძის ცილა - სოიოთი, ეს უკანასკნელი კი გენური ინჟინერიით არის მიღებული. ბოლოს ხელოვნური არომატიზატორი ემატება და გასაყიდად მზად არის. არაჟანი ძალიან სასარგებლოა, ადვილად შეითვისება ორგანიზმში, მაგრამ ეს ეხება ნამდვილ არაჟანს, რომელსაც ამზადებენ კლასიკური მეთოდით.

როგორ შევამოწმოთ პროდუქტის ნატურალურობა?

შემოწმება ძალიან მარტივია. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი არაჟანი და ჩადეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. ნამდვილი არაჟანი მთლიანად გაიხსნება, ხოლო სხვა დანარჩენი დაილექება ჭიქის ფსკერზე.

კრაბის ჩხირები

თუ ვიმსჯელებთ დასახელებით - იგი დელიკატესია. დიდი ხანია მომხმარებელმა იცის, რომ კრაბის ჩხირებში არანაირი კრაბი არ არის. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მასში თევზიც კი არ შედის. შეფუთვაზე მითითებულია, რომ იგი შეიცავს სახამებელს, საღებავს, კონსერვანტებს და სურიმს (თევზის ფარშს), ამ უკანასკნელში კი თევზის შემცველობა შეადგენს 10%-ს. ექსპერტებმა ვერ შეძლეს ამოეცნოთ ის ნივთიერება, რომელიც დანარჩენ 90%-ს შეადგენს. დასკვნა ასეთია: პროდუქტი გაურკვეველი შემადგენლობისაა, მისი მოხმარება არა მარტო არ არის რეკომენდებული, არამედ სასტიკად აკრძალულია!

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს