"დაგვლოცეთ, თქვენი ჭირიმე!" - გია მაისაშვილი მძიმე ოპერაციის შემდეგ დაქორწინდა

"დაგვლოცეთ, თქვენი ჭირიმე!" - გია მაისაშვილი მძიმე ოპერაციის შემდეგ დაქორწინდა

პოლიტიკოსს, გია მაისაშვილს, სტამბულის ერთ-ერთი კლინიკაში რთული ოპერაცია ჩაუტარდა.მას თავიდან სიმსივნე ამოკვეთეს.

რამდენიმე წუთის წინ, მაისაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩემო ძვირფასებო, მინდა სტამბულიდან სასიამოვნო ამბავი გამცნოთ. სიკვდილს რომ თვალებში ჩახედავ და უკან დაახევინებ, ეს სხვა ადამიანად გაქცევს, ცხოვრება განსხვავებულ განზომილებასა და მნიშვნელობას შეიძენს. დღეს სიცოცხლემ იზეიმა სიკვდილზე და ერთი პაწია ქართული იჯახი დაიბადა აქ, კონსტანტინოპოლში, ძველი ბიზანტიის გულში, ქრისტიანობის, ჩვენი მართლმადიდებლობის აკვანში. მე და ჩემი გულისსწორი, რომელმაც ჩემთან ერთად გამოიარა ეს განსაცდელის ჟამი და ფაქტიურად იმ ქვეყნად წასული არ დაუთმო ჩემი თავი სიკვდილს, ეომა მას ისეთი თავგანწირვით, როგორც ეს მხოლოდ ნამდვილ ძუ ლომს ძალუძს, "გავიპარეთ" პატარა ეკლესიაში და ერთმანეთს მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ფიცი მივეცით და ერთმანეთის წინაშე თავი ცოლქმარად გამოვაცხადეთ. დანარჩენი ჯვრის წერა და ფორმალობა თბილისში რომ დავბრუნდებით მერე იყოს, ახლა უბრალოდ ვერ დაიტია გულმა ასეთი ბედნიერება და მომინდა მისი თქვენთვის გაზიარება, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უზომო სიყვარულით, სული კი უჩვეულო სითბოთი და ნეტარებით. ახლა მესმის გალაკტიონის--"მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი"... დაიბადა ოჯახი განმანათლებლებისა, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზულია! თქვენ გენაცვალეთ, ვინც ასე განიცდიდა და ლოცულობდა ჩემი სიცოცხლისათვის. ამან მომცა ძალა და შემართება, დიდი შეტაკება მოგებულია, თუმც ბრძოლა კვლავ გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, რომლისთვისაც კვლავ გეაჯებით ნუ შეწყვეტთ თქვენს გულწრფელ ლოცვებს.

დაგვლოცეთ, თქვენი ჭირიმე! სადაც ამხელა სიყვარულია, იქ სიკვდილისთვია აბა ვისა სცალია.

"არა, არა, მე თანახმა არა ვარ, ეს რა ცირკი მოგიწყვიათ. თუ ქორწილია ქორწილი იყოს-გუნდით, არქიელით, გუბერნატორით"..." - წერს გია მაისაშვილი.

ასევე წაიკითხეთ: როგორ ამხნევებენ სიმსივნით დაავადებულ გია მაისაშვილს ცნობილი ქალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს