10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წამალს შეგიცვლით

10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წამალს შეგიცვლით

ანტიბიოტიკები მხოლოდ აფთიაქის დახლებზე არ აწყვია, ამ საჭირო ნივთიერებებით ბუნებაც გვამარაგებს. წარმოგიდგენთ 10 ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რომლებიც წარმატებით შეცვლიან სააფთიაქო ნაწარმს.

ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება სასარგებლო ბაქტერიებს კლავს და თქვენს ბუნებრივ იმუნიტეტს ანადგურებს. ამიტომ დროა ნატურალურ საშუალებებზე გადაერთოთ, რომლებიც კიდეც გარგებთ და საშიშ გვერდით მოვლენებსაც არ გამოიწვევს.

1. ხახვი - აქვს როგორც ანტიბაქტერიული, ასევე ანტისეპტიკური ეფექტი. სასარგებლოა მისი უმად ჭამა, თუმცა თუ სამზარეულოში რამდენიმე ნაჭერ ხახვს დაალაგებთ, ბაქტერიებისგან დაცული იქნებით.

2. კომბოსტო - ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, ეს თვისებები კიდევ უფრო ძლიერდება, თუ დაამჟავებთ პროდუქტს.

3. თაფლი - მისი სამკურნალო თვისებები ოდითგან ცნობილია, მაგრამ მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ მასში უნიკალური ცილა დეფენსინი აღმოაჩინეს, რომელიც ამ პროდუქტს ნამდვილ ბუნებრივ ანტიბიოტიკად აქცევს. კარგად იცავს იმუნიტეტს.

4. დამჟავებული ბოსტნეული - ამარაგებს ორგანიზმს უამრავი სასარგებლო ბაქტერიით.

5. დარიჩინი - ზოგჯერ მას ბაქტერიების სასიკვდილო ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ, რომელიც მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება. ნამდვილ დარიჩინს შეუძლია, ეშირიხია კოლის ბაქტერია (საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა, რომელიც უამრავ მძიმე დაავადებას იწვევს) გაანადგუროს. დარიჩინი არა მარტო ანტიბაქტერიული თვისებების მატარებელია, არამედ შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც ბევრი დაავადების მიმართ ორგანიზმს გამძლეობას ანიჭებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს