როდის და რამდენი ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში

როდის და რამდენი ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში

რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დალევა სწორად შერჩეულ დროს და რა გავლენას ახდენს წყლის მიღება ადამიანის ჯანმრთელობაზე? კომპანია "ბაკურიანის" ინსტრუქტორი, ირმა შერაზადიშვილი წყლის მნიშვნელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობს და რამდენიმე რჩევას გამოყოფს.

სწორად შერჩეულ დროს წყლის დალევა მის ეფექტურობას ზრდის

  • 2 ჭიქა წყლის მიღება გაღვიძების შემდეგ, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების აქტივაციას;
  • კვებამდე 30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის დალევა საკვების მონელებას აუმჯობესებს;
  • 1 ჭიქა წყლის მიღება აბაზანის მიღებამდე, დაბლა სწევს გულის წნევას
  • 1 ჭიქა წყალი დაძინებამდე გულის შეტევის რისკს ამცირებს

ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება

  • სისხლში წყლის შემცველობა – 70%
  • კუნთებში – 75%
  • ცხიმოვან ქსოვილში – 10%
  • ძვლებში – 22 %
  • ტვინში – 85%

ირმა შერაზადიშვილის რეკომენდაციით, მამაკაცებმა დღის განმავლობაში 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღონ, ხოლო ქალბატონებმა - 2,2 ლიტრი.

"უნდა დალიოთ უფრო მეტი სითხე, ვიდრე თქვენი ორგანიზმი გამოყოფს.

თუ სიცხეში ვარჯიშობთ, წყურვილის შეგრძნებას არ დაელოდოთ. დალიეთ წყალი ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის მერეც", - აღნიშნავს ირმა შერაზადიშვილი.

ვარჯიშის პერიოდში, სასურველია, 15-20 წუთში ერთხელ, ½ - 1 ჭიქა წყალი მიიღოთ, ვარჯიშამდე - 2 ჭიქა, ვარჯიშის შემდეგ კი 1 ჭიქა წყალი დალიოთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს