ახალ გუბერნატორს ოქსფორდის დიპლომს სთხოვენ - რა წერია სალუქვაძის ბიოგრაფიაში

ახალ გუბერნატორს ოქსფორდის დიპლომს სთხოვენ - რა წერია სალუქვაძის ბიოგრაფიაში

გურიის ახალი გუბერნატორის გია სალუქვაძის ირგვლივ სკანდალი უკვე აგორდა. მისი ბიოგრაფიის ნამდვილობაში ბევრმა ეჭვი შეიტანა. სალუქვაძის მიერ "გურია ნიუსისთვის" მიწოდებულ ბიოგრაფიაში, განათლების გრაფაში ვკითხულობთ, რომ ის ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე 1979-1982 წლებში სწავლობდა, ხოლო შემდეგ, 1983-1985 წლებში კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

"ჯერ ოქსფორდი დაამთავრა და მერე ჯავახიშვილი? გურულები ასე ადვილად მოსატყუებელი ხალხი ვგონივართ? გვანახოს ოქსფორდის დიპლომი", - ამბობენ გუბერნატორის ოპონენტები.

დეტალების გასარკვევად "გურია ნიუსი" სალუქვაძეს დაუკავშირდა და ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომის გამოგზავნა სთხოვა.

"ოქსფორდი არ დამიმთავრებია, იქ სტუდენტური გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი," - განმარტა სალუქვაძემ და გამოცემას CV-ის "თანამედროვე ვერსია" გაუგზავნა.

იხილეთ სალუქვაძის ბიოგრაფია gurianews.com-ზე

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა