ძლიერი წვიმის შედეგად ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუცხადა, ძლიერმა წვიმამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, უამინდობამ სოფლებში, მატანი, ქვემო და ზემო ალვანი, ასევე პანკისის ხეობის სოფლებში ნათესები დატბორა.
გამგებლის ცნობით, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა. ამ დროისთვის ახმეტაში ნალექის ინტენსივობამ იკლო. ზარალის დათვლა კი ახმეტაში ხვალიდან დაიწყება.