"არაფერი აღარ დამრჩა, ლამის თავი ჩამოვიკიდო" - დაზარალებული აფენიდან

"არაფერი აღარ დამრჩა, ლამის თავი ჩამოვიკიდო" - დაზარალებული აფენიდან

გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა ალაზანმა სოფელი აფენი დატბორა. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, საზამთროსა და ნესვის ბაღი მთლიანად წყლით დაიფარა. მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან 8 ათას ლარიანი სესხი აქვს გამოტანილი.

"არაფერი მე აღარ დამრჩა, ლამის არის თავი ჩამოვიკიდო", - ამბობს ადგილობრივი ეკა ცარციძე.

სტიქიამ სოფელში დატბორა ვენახები და სიმინდის ნარგავები. "ხელისუფლებას რომ არხები თავის დროზე გაეწმინდა, ჩვენ აღარ დავზარალდებოდით", - ამბობენ ადგილობრივები.

ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ მსგავსი სტიქიის დროს ადგილობრივი ხელისუფლება უძლურია, რადგან მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნია.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა