"ჯოხი დაარტყა თავში" - პედაგოგებს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

"ჯოხი დაარტყა თავში" - პედაგოგებს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები შავაძეები ამავე სკოლის დირექტორს და პედაგოგებს შვილების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ისინი ოთხივე შვილის სკოლაში მიყვანაზე უარს აცხადებენ, სანამ სკოლის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს.

როგორც ბავშვების მამა ამირან შავაძე ამბობს, სკოლის დირექტორის დავალებით უცხო ენის პედაგოგმა 12 მძღოლის თანდასწრებით მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადეს.

"23 მარტიდან ჩემი შვილები სკოლაში აღარ დადიან, სკოლაში დირექტორის დავალებით ბავშვების დაჩაგვრა ხდება, ჩამოიყვანა სკოლის დირექტორმა ინგლისურის მასწავლებელი და ჩემი შვილი დაამცირა 12 მძღოლთან - ჩაუცმელია, მოუწესრიგებელია და ნიშანი არ ეკუთვნისო, თუ ასეა, მაშინ სიგელი საიდან აქვს. სანამ სკოლის დირექტორს არ გაუშვებენ, ვაცხადებ, რომ ბავშვებს სკოლაში არ მივიყვან. იმის გამო, რომ პროგრამას არ ჩამორჩენ, სახლში ვამეცადინებ, სკოლის პროგრამას ვუსწრებთ წინ. ამას საკუთარი ძალებით ვახერხებ. ეს ყველაფერი იძულებით ხდება. ცოტა ხნის წინ შეტყობინება მომივიდა, რომ სკოლის გაცდენის გამო საშემოდგომო გამოჰყვათ. წერილობით მივმართე თამარ სანიკიძესაც და ვითხოვ მასთან შეხვედრას, მივწერე, რომ სკოლაში დარღვევებია, ჩემ შვილებს ჩაგრავენ", - ამბობს ბავშვების მამა, ამირან შავაძე.

შავაძის თქმით, დირექტორი შვილების დისკრიმინაციით მისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს, როგორც ის ამბობს, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და იმის გამო, რომ მისივე საჩივრის საფუძველზე სკოლაში არსებული დარღვევების შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, დირექტორი მისი შვილების შევიწროვებას ცდილობს.

"ადრე ნასაკირალის საჯარო სკოლაში ვიყავი სამეურვეო საბჭოს წევრი, დარღვევების შესახებ ყველაფერი ვუთხარი ოზურგეთის რესურსცენტრს, გენინსპექცია ამოვიდა და დაიწყო გამოძიება და ჩემი ეჭვებიც დადასტურდა. ამის შემდეგ დირექტორი გადამეკიდა და გადაეკიდა ჩემ შვილებსაც, დარღვევაა მძღოლების შემთხვევაშიც, თავდაპირველად 8 მძღოლი ჰყავდა სკოლას, სოფლის მხარდაჭერა რომ მოეპოვებინა, 6 მძღოლი თვითნებურად დაამატა. 4 წარჩინებული მოსწავლე სკოლაში ვერ წამიყვანია, ჩემ პირველ კლასელ მოსწავლეს მასწავლებელმა ჯოხი დაარტყა თავში, დასამცირებლად და დასასჯელად გავაგზავნო ბავშვები სკოლაში? არავინ ყურადღება არ მომაქცია, იმიტომ, რომ ჩვენი სკოლის დირექტორი პოლიციელიც არის და გამგებელიც ყოფილა, ვერსად სამართალი ვერ ვნახე, ჯაჭვია შეკრული და ყურადღებას არავინ მაქცევს", - აცხადებს ამირან შავაძე.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა