საკორინთლოში სოკოს საკრეფად წასული 65 წლის მამაკაცი დააკავეს

საკორინთლოში სოკოს საკრეფად წასული 65 წლის მამაკაცი დააკავეს

კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში მცხოვრები 65 წლის როინ აბრამიშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა სტეფანე მესროფაშვილმა აცნობა.

როინ აბრამიშვილი სოკოს საკრეფად თანასოფლელებთან ერთად საკორინთლოს ტყეში იმყოფებოდა. რუსი სამხედროების გამოჩენისთანავე დანარჩენმა სამმა ადამიანმა გამოქცევა შეძლო. დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის უცნობია.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა