37 მილიონიანი გომბორის გზა, რომელსაც 10 წლიანი გარანტია ჰქონდა

37 მილიონიანი გომბორის გზა, რომელსაც 10 წლიანი გარანტია ჰქონდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები მწყობრიდან არის გამოსული. იქ, სადაც მეწყერის ზონებია და ასფალტი იყო დაგებული, საფარი ადგილებიდან არის ამოგლეჯილი.

რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 2008-2010 წელს 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. სესხი ქვეყანამ 20 წლის ვადაში უნდა დაფაროს.

გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს გარანტია მისცა, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. თუმცა, გზის ექსპლუატაციაში შესვლიდანვე დაახლოებით 1 თვეში ასფალტს მიწის ქანების გადაადგილების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ბოლო დროს კი 2 კილომეტრიანი მაგისტრალი იმდენად გაფუჭდა, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა, ამის გამო ახალი ასფალტის დაგება გახდა საჭირო.

გომბორის დაზიანებული გზის ამსახველ ფოტორეპორტაჟს რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.

იხილეთ გალერეა

წყარო: heretifm.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა