2015 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის გამგეობაში 179 520 ლარის პრემია გაიცა

2015 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის გამგეობაში 179 520 ლარის პრემია გაიცა

2015 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 190-მა თანამშრომელმა პრემიები აიღო, რაშიც ჯამში 179 520 ლარი დაიხარჯა. უწყებიდან "ლაივპრესის" მიერ გამოთხოვილ დოკუმენტაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა მიზნით და დამსახურებისთვის მოხდა პრემიების გაცემა. ვებგვერდისთვის მოწოდებულ წერილში ვკითხულობთ მხოლოდ შემდეგს: "საპრემიო თანხა გათვალისწინებულია და დამტკიცებულია 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. პრემია გაცემულია მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებისა და საკრებულოს თვმჯდომარის განკარგულების საფუძველზე".

გამოცემისთვის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამგეობის მამაკაცმა თანამშრომლებმა პრემია ერთხელ, ქალებმა კი ორჯერ აიღეს.

იანვრის თვეში პრემიის სახით გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 2 650 ლარი აიღო, მოადგილე გურგენ სართანიამ კი 2000 ლარი. გამგებლის თანაშემწე თამარ ლაშხიამ იანვარში პრემიის სახით - 1 100 ლარი, ხოლო მარტის თვეში, როგორც სხვა ქალ თანამშრომლებს - 250 ლარი ჩაერიცხა. სამსახურების უფროსებს: თენგიზ შანავას, ნანი მიქენაიას, რუსლან კილასონიას, ჯაბა არდიას, თენგიზ ქობალიას, მაია ჩიტაიას, ლერი დოჩიას, გოჩა კეკუტიას და ბაკურ კვეტენაძეს იანვარში პრემიის სახით 1600-1600 ლარი ჩაერიცხათ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა