ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
ტელევიზიის პროდიუსერებსა და თოქ-შოუების წამყვანებს მიმართავს და ურჩევს, რომ რეიტინგული ეთერი სიძულვილის ტირაჟირებისთვის არ გამოიყენონ.
"საჩვიდმეტმაისოდ გამახსენდა. ძალიან გთხოვთ, ავადმყოფ ქსენოფობებს ნუ გამოვაყენებინებთ ჩვენს ყველაზე რეიტინგულ ეთერს თავისი შხამიანი იდეების ტირაჟირებისთვის. რა სტატუსი და თანამდებობაც არ უნდა ქონდეთ და რა სიგრძის წვერიც.
პირველ რიგში, თოქ-შოუებს გგულისხმობთ - მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვანო ჯავახიშვილი, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, ეკა სარია, დავით კიკალიშვილი, გიორგი ხაბურზანია და სხვებსაც.
p.s. არც აპირებთ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ეგდოს ეს სტატუსი", - წერს ნიკა გვარამია.