მთიან სოფლებში უკან დაბრუნების მსურველები მატულობენ

მთიან სოფლებში უკან დაბრუნების მსურველები მატულობენ

გორის მუნიციპალიტეტის მთიანი და შერეული ქართულ-ოსური სოფლების - ველები, მღებრიანისა და საყავრის მოსახლეობისთვის, მზის ბატარეების მოწყობის მიზნით, 70 ათასი ლარი გამოიყო. იმის გამო, რომ 90-იან წლებში დაცლილი სახლების მდგომარეობა სავალალოა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მთის პროგრამის დახმარებას ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებით იწყებს. გორის გამგეობაში, უკან დაბრუნების მოთხოვნით, მოსახლეობის განაცხადების რაოდენობა მატულობს.

აღნიშნულ პროგრამაზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს სოსო ვანიშვილს შენიშვნები აქვს.

"თუ აკეთებთ, მაშინ ყველა მოსახლეზე გააკეთეთ. რა უნდა ვუყოთ იმ მოსახლეს, რომელიც უკან დაბრუნდება და იგივეს მოგთხოვთ? ისინი დისკრიმინაციაში აღმოჩნდებიან", - უთხრა სოსო ვანიშვილმა რაიონის გამგებლის მოადგილეს გია წვერავას.

გია წვერავას თქმით კი, ჯერ მხოლოდ 7 ოჯახზეა საუბარი, რომელიც ამჟამად თითქმის დაცარიელებულ სოფლებში ცხოვრობს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა