რატომ არის გელათის მონასტერი ჩაბნელებული?

რატომ არის გელათის მონასტერი ჩაბნელებული?

გელათის მონასტრის გარე განათება უკვე წელიწადზე მეტია გათიშულია. ადრე შორიდანვე შესამჩნევი ტაძარი დღეს წყვდიადშია. რატომ გაეთიშა გელათის მონასტერს მინათებითი პროჟექტორები, ამის თაობაზე არაფერი იციან ადგილობრივ ხელისუფლებაში. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, მათ ეს საკითხი არ ეხებათ და არც იციან, რა მოიტივით გაითიშა გარე განათება გელათში.

განათების გათიშვის მიზეზები არ იციან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც.

"მე არ ვიცი, რატომ და როდის ჩაიჭრა გარე განათება გელათში, ან ვინ ჩაჭრა ის. ამის გასარკვევად ადგილობრივ თვითმმართველობას, მერიას, ან თქვენთან მომუშავე ენერგოკომპანიას უნდა ჰკითხოთ", - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა